შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება

გუტიერეში: მარცვლეულის შეთანხმებიდან რუსეთის გასვლა ასობით მილიონ ადამიანსზე აისახება

გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერეშის თქმით, რუსეთის შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლით, ასევე, შეჩერდება შეთანხმება, რომელიც რუსული სურსათისა და სასუქის ექსპორტისთვის დაბრკოლებების მოხსნას ითვალისწინებდა. 

გაეროს გენერალური მდივნის თქმით, მოსკოვის ნაბიჯი "დარტყმას მიაყენებს შესაბამისი საჭიროების მქონე მილიონობით ადამიანს მსოფლიო მასშტაბით".

"ასობით მილიონი ადამიანი შიმშილის წინაშეა და საცხოვრებელი ხარჯების გლობალურ კრიზისს უმკლავდება. მათ ფასის გადახდა მოუწევთ". - თქვა გუტიერეშმა.

ამავდროულად, გუტიერეშმა ისაუბრა წერილზეც, რომელიც მან რუსეთის ხელისუფლებას გაუგზავნა და რომელშიც, მისივე თქმით, საუბარი იყო ახალ წინადადებებზე, რომლის მეშვეობითაც, რუსული სურსათისა და სასუქის ექსპორტს დაბრკოლებები მოეხსნებოდა. ამავდროულად, გუტიერეშის თქმით, წინადადებებს შორის იყო რუსული ბანკის Россельхозбанк-ის საერთაშორისო საგადახდო სისტემა SWIFT-ში დაბრუნება.

"ღრმად დამწუხრებული ვარ, რომ ეს შეთავაზებები უყურადღებოდ დარჩა. რუსეთის დღევანდელ გადაწყვეტილებას გავლენა ექნება გაჭირვებულ ადამიანებზე ყველგან, მაგრამ ჩვენ არ შევწყვეტთ ძალისხმევას, რათა გლობალურ ბაზრებზე უზრუნველყოფილი იყოს საკვები პროდუქტებისა და სასუქების დაუბრკოლებელი მიწოდება როგორც უკრაინიდან, ასევე რუსეთიდან". - თქვა გუტიერეშმა.

კომენტარები