დონალდ ტრამპი

ბოლტონი: ტრამპის საქმემ ლავრენტი ბერიას სიტყვები გამახსენა

აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ჯონ ბოლტონი
NBC

აშშ-ს უსაფრთხოების ყოფილი მდივნის, ჯონ ბოლტონის შეფასებით ნიუ იორკის სასამართლოს მიერ გასაჯაროებული დოკუმენტი, სადაც განხილულია აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის 34 ბრალდება, სამართლებრივად ძალიან სუსტია. მეტიც, მისი შეფასებით, "ეს იმაზე სუსტია, ვიდრე წარმოგვედგინა". 

"როდესაც დონალდ ტრამპის დაკავების კამპანიის შესახებ გავიგე, ლავრენტი ბერია გამახსენდა, რომელიც საბჭოთა კავშირში შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი იყო. ერთხელ მან სტალინს უთხრა: "შენ ადამიანი მაჩვენე, დანაშაულს მე გაჩვენებ". - აღნიშნა მან CNN-თან ინტერვიუში. 

ბოლტონის განმარტებით, დოკუმენტის მიხედვით, კანდიდატის ნებისმიერი ფულადი ტრანზაქცია, შესაძლოა მის საარჩევნო კამპანიას დავუკავშიროთ. გუშინ, 4 აპრილს ტრამპს 2016 წელს საპრეზიდენტო არჩევნებისას ყოფილი პორნომსახიობი სტორმი დენიელსისთვის თანხის გადახდის დაფარვისთვის ბრალი წაუყენეს. 

"მე, როგორც ადამიანი, რომელსაც ტრამპის რესპუბლიკელების კანდიდატად ნახვა არ სურს, ვფიქრობ, რომ ეს ტრამპის ნარატივს არგებს და ამან შეიძლება უპასუხოს ისტორიის ერთ-ერთ მთავარ კითხვას, ვინ იყო დონალდ ტრამპის პოლიტიკური მხარდამჭერი? ეს ელვინ ბრეგია [ტრამპის საქმის პროკურორი]". - თქვა ბოლტონმა. 

ვინ არის პორნოვარსკლავი, რომლის გაჩუმების გამო ტრამპს ბრალი წაუყენეს?

მას 34-მდე ბრალი წაუყენეს, მათ შორის ბიზნეს ჩანაწერების გაყალბება. იგი არც ერთ მათგანს აღიარებს. 4 აპრილის პროცესი ნიუ იორკში 45 წუთამდე გაგრძელდა. მომდევნო სასამართლო განხილვა 4 დეკემბერს, ნიუ იორკის სასამართლოში ჩაინიშნა

როგორ გამოიყენებს ტრამპი საბრალდებო დასკვნას 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის?

ანალიტიკოსთა აზრით, ტრამპი შეეცდება საკუთარი საბრალდებო დასკვნა თავის სასარგებლოდ გამოიყენოს და დემოკრატებს დააბრალოს, სასამართლო სისტემის მის წინააღმდეგ გამოყენება. თუმცა, ამასთანავე, მოსალოდნელია, რომ ყოფილი პრეზიდენტის დრამებით დაღლილი რესპუბლიკელები პრაიმერისას სხვა კანდიდატის ძებნას დაიწყებენ.

ყოფილი პრეზიდენტისთვის ბრალის წაყენება უპრეცედენტოა აშშ-ს ისტორიაში. Reuters-მა ჩაწერა რესპუბლიკელი მრჩევლები, პარტიის წარმომადგენლები და პოლიტიკური ანალიტიკოსები: მათი თქმით, ტრამპის მხარდამჭერები საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად თვლიან და ამან შეიძლება მხოლოდ გააძლიეროს მათი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭირონ მას 2024 წლის რესპუბლიკური პარტიის პრაიმერში. 

პრაიმერის მოსაგებად, ტრამპს, სავარაუდოდ, მოუწევს თავისი მხარდაჭერის გაფართოება: წინასწარი მონაცემებით, ყველაფრის მიუხედავად, რესპუბლიკელი ამომრჩევლის 25%-30% ტრამპის ერთგული ამომრჩეველია. ეს რიცხვი საკმარისი არ არის. როგორ გამოიყენებს საბრალდებო დასკვნას ტრამპი ამომრჩევლის გასაზრდელად მთავარ კითხვად რჩება.

ტრამპთან დაახლოებულმა ადამიანებმა განაცხადეს, რომ მისი კამპანია შეეცდება წარმოაჩინოს საბრალდებო დასკვნა, როგორც მტკიცებულება იმისა, რომ ყველა დევნა - მათ შორის მისი ორი იმპიჩმენტი კონგრესში - არის დემოკრატების გაუმართლებელი მცდელობა, ძირი გამოუთხაროს მას და მის მხარდამჭერებს.

კომენტარები