დონალდ ტრამპი

ტრამპი ნიუ იორკში მართლმსაჯულებას ჩაბარდა

დონალდ ტრამპი მართლმსაჯულებას ჩაბარდა. მოსალოდნელია, რომ ტრამპი გირაოთი გაათავისუფლონ, ყოფილი პრეზიდენტი ფლორიდაში დაბრუნდება, სადაც მიმართვას გაავრცელებს.

ის ამერიკის პირველი პრეზიდენტია, რომელსაც სისხლის სამართლის ბრალდება წაუყენეს.

"მივდივართ ქვემო მანჰეტენში, სასამართლოს შენობაში. ძალიან სურეალური ჩანს - ვაუ, ისინი ჩემს დაკავებას აპირებენ. არ მჯერა, რომ ეს ხდება ამერიკა. MAGA". - სასამართლო პროცესამდე დაწერა ტრამპმა საკუთარ პლატფორმაზე - Truth-ზე. 

მოსალოდნელია, რომ სასამართლოში ტრამპის თითის ანაბეჭდებს აიღებენ, თუმცა მისი ცნობადობიდან გამომდინარე ჯერჯერობით უცნობია გადაიღებენ თუ არა მის ფოტოებს. შემდეგ მას სასამართლო დარბაზში მიიყვანენ, სადაც განაჩენს წარუდგენენ, რომელიც, სავარაუდოდ, სწრაფი და რუტინული იქნება.

ტრამპი უკვე სასამართლო დარბაზში იმყოფება. მას 34-მდე ბრალი წაუყენეს, მათ შორის ბიზნეს ჩანაწერების გაყალბება. იგი არც ერთ მათგანს აღიარებს. 

ვინ არის პორნოვარსკლავი, რომლის გაჩუმების გამო ტრამპს ბრალი წაუყენეს?

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს 2016 წელს საპრეზიდენტო არჩევნებისას ყოფილი პორნომსახიობი სტორმი დენიელსისთვის თანხის გადახდის დაფარვისთვის ბრალი წაუყენეს. 

როგორ გამოიყენებს ტრამპი საბრალდებო დასკვნას 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის?

ანალიტიკოსთა აზრით, ტრამპი შეეცდება საკუთარი საბრალდებო დასკვნა თავის სასარგებლოდ გამოიყენოს და დემოკრატებს დააბრალოს, სასამართლო სისტემის მის წინააღმდეგ გამოყენება. თუმცა, ამასთანავე, მოსალოდნელია, რომ ყოფილი პრეზიდენტის დრამებით დაღლილი რესპუბლიკელები პრაიმერისას სხვა კანდიდატის ძებნას დაიწყებენ.

ყოფილი პრეზიდენტისთვის ბრალის წაყენება უპრეცედენტოა აშშ-ს ისტორიაში. Reuters-მა ჩაწერა რესპუბლიკელი მრჩევლები, პარტიის წარმომადგენლები და პოლიტიკური ანალიტიკოსები: მათი თქმით, ტრამპის მხარდამჭერები საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად თვლიან და ამან შეიძლება მხოლოდ გააძლიეროს მათი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭირონ მას 2024 წლის რესპუბლიკური პარტიის პრაიმერში. 

პრაიმერის მოსაგებად, ტრამპს, სავარაუდოდ, მოუწევს თავისი მხარდაჭერის გაფართოება: წინასწარი მონაცემებით, ყველაფრის მიუხედავად, რესპუბლიკელი ამომრჩევლის 25%-30% ტრამპის ერთგული ამომრჩეველია. ეს რიცხვი საკმარისი არ არის. როგორ გამოიყენებს საბრალდებო დასკვნას ტრამპი ამომრჩევლის გასაზრდელად მთავარ კითხვად რჩება.

ტრამპთან დაახლოებულმა ადამიანებმა განაცხადეს, რომ მისი კამპანია შეეცდება წარმოაჩინოს საბრალდებო დასკვნა, როგორც მტკიცებულება იმისა, რომ ყველა დევნა - მათ შორის მისი ორი იმპიჩმენტი კონგრესში - არის დემოკრატების გაუმართლებელი მცდელობა, ძირი გამოუთხაროს მას და მის მხარდამჭერებს.

კომენტარები