დემოგრაფია

2021 წელს საქართველოში 59 906 ადამიანი გარდაიცვალა, წინა წელთან შედარებით 18.5%-ით მეტი

თბილისი, საბურთალოს სასაფლაო
panoramio.com

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წელს საქართველოში 59 906 ადამიანი გარდაიცვალა. ეს 2020 წელთან შედარებით, 18.5%-იანი მატებაა. წინა წელს ქვეყანაში გარდაცვლილთა რაოდენობა 49 074 იყო, ხოლო 2019 წელს - 46 659.

აღსანიშნავია, რომ 1994-2020 წლებში (რაც ოფიციალური სტატისტიკა წარმოებს) საქართველოში გარდაცვალების მაჩვენებელი 46 000-51 000-ის ფარგლებში მერყეობდა, შესაბამისად, ბოლო 28 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი ადამიანი სწორედ 2021 წელს გარდაიცვალა.

გარდაცვლილთა რაოდენობის ზრდის მთავარი მიზეზი კორონავირუსის პანდემიაა. მხოლოდ 2021 წელს საქართველოში Covid 19-ით 11 298 ადამიანი გარდაიცვალა.

კომენტარები