ჟურნალისტების დაკავება

ჟურნალისტების ბექა ჯიქურაშვილის და ზურა ვარდიაშვილის სასამართლო პროცესი 30 მარტს ჩაინიშნა

ტაბულას ჟურნალისტის, ბექა ჯიქურაშვილის და პუბლიკის დირექტორის, ზურა ვარდიაშვილის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 30 მარტს გაიმართება. ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს საღამოს შეატყობინეს.

ბექა ჯიქურაშვილი და ზურა ვარდიაშვილი 2 მარტს, პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს. მათ შინაგან საქმეთა სამინისტრო წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავება.

ტაბულას ჟურნალისტი და პუბლიკის დირექტორი რამდენიმე საათი ჰყავდათ დაკავებულია, რის შემდეგაც, ისინი ხელწერილით გაათავისუფლეს. 

კომენტარები