ჟურნალისტების დაკავება

მიანმარში როიტერსის ორი ჟურნალისტი დააკავეს

Reuters

მიანმარში სააგენტო როიტერსის ორი ჟურნალისტი დააკავეს. შემთხვევა 12 დეკემბერს, საღამოს საათებში, ქალაქ იანგონში მოხდა. ინფორმაცია სააგენტო როიტერსს ქვეყნის მთავრობაში დაუდასტურეს.

"დავაკავეთ, არა მხოლოდ თქვენი ორი ჟურნალისტი, არამედ ის პოლიციელებიც, რომლებიც ამ საქმეში იყვნენ გარეულები. აუცილებლად მივმართავთ შესაბამის ზომებს მათ წინააღმდეგ." - განუცხადეს სააგენტოს მიანმარის მთავრობის წარმომადგენლებმა.

ამ დრომდე უცნობია, თუ რატომ დააკავეს ჟურნალისტები და რაზე საუბრობენ მიანმარის ოფიციალური პირები. როიტერსი საქმის დეტალების გარკვევას საელჩოების და საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით ცდილობს.

ჟურნალისტები მიანმარში რაკჰაინის პროვინციაში როჰინჯა მუსლიმების კრიზისს აშუქებდნენ.

კომენტარები