ჟურნალისტების დაკავება

ნორლანდი: საქართველოს ტერიტორიის უკანონო ოკუპაცია ხალხს ურთულებს ცხოვრებას

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რიჩარდ ნორლანდის თქმით, საქართველოს ტერიტორიის უკანონო ოკუპაცია და ხელოვნური საზღვრების შექმნა მხოლოდ ხალხს ურთულებს ცხოვრებას. აღნიშნული მან TV3-ის გადამღები ჯგუფის რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებასთან დაკავშირებით თქვა.

”არაერთხელ გვითქვამს, რომ საქართველოს ტერიტორიის უკანონო ოკუპაცია და ხელოვნური საზღვრების შექმნა მხოლოდ ხალხს ურთულებს ცხოვრებას. ჟურნალისტების დაკავებაც ამის მაგალითია. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ხელისუფლება და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აქტიურად არიან ჩართულები მეორე მხარის ადგილობრივ ხელისუფლებასთან, რომ მალე გათავისუფლდნენ ჟურნალისტები, ეს არის ახლა ჩვენი იმედი. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ასევე აამოქმედა ცხელი ხაზი, რომელიც უკავშირდება ცხინვალს. ისინი ცდილობენ, რაც შეიძლება მალე დაბრუნდნენ ჟურნალისტები”, - თქვა ნორლანდმა.

კომენტარები