ჟურნალისტების დაკავება

რუსმა ოკუპანტებმა ქართველი ჟურნალისტები გაათავისუფლეს

რუსმა ოკუპანტებმა TV3-ის გადამღები ჯგუფი გაათავისუფლეს. ბელა ზაქაიძეს, ვახო ლეკიაშვილს და მიხეილ მიხოევს ერგნეთის საგუშაგოსთან ქართული მხარისა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლები, ჟურნალისტები და ახლობლები დახვდნენ.

ოკუპანტებმა სოფელ აძვში ქართველი ჟურნალისტები გუშინ დააკავეს და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს. რუსეთის საგარეო უწყებამ საოკუპაციო ზოლთან დაკავებული ქართველი ჟურნალისტები პროვოკაციაში დაადანაშაულა

კომენტარები