სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილი: ნორმალური კომუნიკაცია მაქვს ყველა მინისტრთან, გარდა პრემიერისა

ნორმალური კომუნიკაცია მაქვს მინისტრებთან, გარდა ერთისა. მთავართან, პრემიერმინისტრთან არ მაქვს ურთიერთობა. მას არ აქვს კომუნიკაციის სურვილი, მე, რა თქმა უნდა, მაქვს.

არ შეიძლება, რომ ქვეყანაში არ იყოს ნორმალური, გაწონასწორებული ფუნქციონირება ინსტიტუტებს შორის. დემოკრატია არის, ერთი მხრივ, ხალხის ნება და ამომრჩევლის ნება და, მეორე მხრივ, ინსტიტუტების პატივისცემა და მათ შორის ნორმალური ურთიერთობები. 

ამბობს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი TV პირველის ეთერში. 

კომენტარები