არ ვიცი, რაზე საუბრობს. აშკარად იკვეთება ის, რომ ეს ადამიანი რეალობას აცდენილია. ეს იმ კურსისა და ხაზის გაგრძელებაა, რასაც ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოსთან მიმართებაში ვისმენთ, აბსოლუტურ სიცრუეს. საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე ყველაფერს აკეთებს. თქვენ იცით, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ წარმოდგენილი 12-პუნქტიანი გეგმა შევასრულოთ. ერთადერთი, ვინც ამ ყველაფერში მონაწილეობას, პასუხისმგებლობას არ იღებს და იმის სურვილი არ აქვს, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, არის ოპოზიცია.
ანალენა ბერბოკის ვიზიტი საქართველოში
კალაძე ბერბოკის განცხადებაზე: იკვეთება, რომ ეს ადამიანი რეალობას აცდენილია
tbl.ge/6bbz
დაკოპირდა

ასე ეხმაურება თბილისის მერი, კახა კალაძე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებას, რომ ისინი საქართველოს პროევროპული კურსიდან გადაყვანის მცდელობებს ხედავენ.
ამავე თემაზე
- ზურაბიშვილი ბერბოკს: საქართველოს მოსახლეობა კანდიდატის სტატუსზე მეორე უარს ვერ გაიგებს
- ბერბოკი რუსული კანონის გაწვევაზე: ჩემი აზრით, ეს იყო ერთადერთი მართებული გზა
- ბერბოკი: საქართველოს ადგილი არის EU-ში, ამაში გასული კვირებით და წლებით დავრწმუნდით
- ჩიხლაძე ოცნებას: ეს რამდენიმე დღე მაინც შეწყვიტეთ ანტიდასავლური ისტერია, პირი ამოიკერეთ
- "არასწორია" - ვოლსკი ბერბოკის განცხადებაზე