საგარეო ვაჭრობა

იანვარ-თებერვალში რუსეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო, II ადგილზეა თურქეთი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2 898.2 მილიონი აშშ დოლარია, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 12.3%-ით მეტია. აქედან ექსპორტი 914.8 მლნ დოლარია (+20.3%), ხოლო იმპორტი - 1 983.4 მლნ დოლარი (+9%). უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 7 857.2 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 36.9%-ია.

იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 81.5% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული ასეთია: სომხეთი (133.1 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (128.2 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (112.4 მლნ. აშშ დოლარი). შემდეგ მოდიან აზერბაიჯანი (111. 2 მლნ აშშ დოლარი), ყაზახეთი (77.9 მლნ აშშ დოლარი), თურქეთი (64.9 მლნ. აშშ დოლარი), ყირგიზეთი (44.9 მლნ. აშშ დოლარი), ბულგარეთი (34.7 მლნ. აშშ დოლარი), ესპანეთი (21.6 მლნ. აშშ დოლარი).

იმავე პერიოდში, ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილი საქართველოს მთლიან იმპორტში 68.4% იყო. პირველ სამეულშია: რუსეთი (338.8 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (322.2 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (134 მლნ.აშშ დოლარი).

2023 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.5% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: რუსეთი (467.1 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (387.0 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (246.4 მლნ. აშშ დოლარი). მათ მოსდევს აზერბაიჯანი, სომხეთი, გერმანია, აშშ, ყაზახეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და იტალია.

იანვარ-თებერვალში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 236.8 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 25.9%-ია. მეორე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 143.4 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 15.7%), ხოლო მესამეზე ფეროშენადნობები - 71.7 მლნ.აშშ დოლარით (7.8%).

2023 წლის იანვარ-თებერვალში უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფიც მსუბუქი ავტომობილები იყო (207.8 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 10.5%). მეორე ადგილი ნავთობის აირებმა და სხვა აირისებრმა ნახშირწყალბადებმა დაიკავა 175.5 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 8.8%), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 158.4 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 8.0%).

კომენტარები