საგარეო ვაჭრობა

თურქეთი, რუსეთი, ჩინეთი – საქართველოს 10 უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი 2022 წელს

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ექსპრეს-მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 19 042.9 მილიონი აშშ დოლარია, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 32.8%-ით მეტია. აქედან ექსპორტი 5 592.8 მლნ დოლარია (+31.8%), ხოლო იმპორტი - 13 450.1 მლნ დოლარი (+33.2%). უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 7 857.2 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.3%-ია.

2022 წელს ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 78.6% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული ასეთია: ჩინეთი (736.8 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (672.6 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (651.6 მლნ. აშშ დოლარი). შემდეგ მოდიან სომხეთი (584.5 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (435.4 მლნ. აშშ დოლარი), ბულგარეთი (423.6 მლნ. აშშ დოლარი), აშშ (265 მლნ. აშშ დოლარი), ყაზახეთი (238.1 მლნ. აშშ დოლარი), უკრაინა (232 მლნ. აშშ დოლარი), პერუ (153.8 მლნ. აშშ დოლარი).

იმავე პერიოდში, ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილი საქართველოს მთლიან იმპორტში 67.5% იყო. პირველ სამეულშია: თურქეთი (2 370.9 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 835.4 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (1 126.0 მლნ. აშშ დოლარი).

2022 წელს ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.7% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (2 806.4 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (2 487.0 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (1 862.8 მლნ. აშშ დოლარი). მათ მოსდევს აზერბაიჯანი (1 314.7 მლნ. აშშ დოლარი), აშშ (1 206.3 მლნ. აშშ დოლარი), სომხეთი (1 197.7 მლნ. აშშ დოლარი), გერმანია (729.2 მლნ. აშშ დოლარი), ბულგარეთი (626.6 მლნ. აშშ დოლარი), უკრაინა (506.9 მლნ. აშშ დოლარი) და იტალია (348.6 მლნ. აშშ დოლარი).

2022 წელს სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 1 024.3 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 18.3%-ია. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 903.8 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 16.2%), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 459.8 მლნ. აშშ დოლარით (8.2%).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი კი, 2022 წელს მსუბუქი ავტომობილები იყო (1 618.8 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 12%). მეორე ადგილს იკავებდა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 1 336.4 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 9.9%), ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 775.3 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 5.8%).

კომენტარები