საქართველოს მთავრობა

მთავრობა: ჩხენკელი აკადემიურ საქმიანობას უბრუნდება და ქუთაისის უნივერსიტეტში იმუშავებს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი განათლებისა და მეცნიერების ყოფილ მინისტრ მიხეილ ჩხენკელს შეხვდა.

"მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ ჩხენკელს მინისტრობის პერიოდში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

თავის მხრივ, ყოფილმა მინისტრმა მადლობა გადაუხადა მთავრობის მეთაურს და აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივი იყო პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გუნდში მუშაობა.

მთავრობის მეთაურმა ყოფილ მინისტრს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა". - ვკითხულობთ განცხადებაში.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მიხეილ ჩხენკელი აკადემიურ საქმიანობას უბრუნდება და მუშაობას გააგრძელებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ. 

ტელეკომპანია იმედის ინფორმაციით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი იქნება. ქართული ოცნების დეპუტატი ამჟამად პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარეა. 

კომენტარები