საქართველოს მთავრობა

TV იმედი: განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი იქნება

პირველი არხი 

ტელეკომპანია იმედის ინფორმაციით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი იქნება. ქართული ოცნების დეპუტატი ამჟამად პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარეა. 

გადაცემა იმედის კვირის ინფორმაციით, შესაძლოა, განათლების ახალი მინისტრი პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხვალ, 19 მარტს წარადგინოს.

განათლების მოქმედი მინისტრი მიხეილ ჩხენკელია, რომელიც ამ პოსტს უკვე მეორედ იკავებს. პირველად ის ამ თანამდებობას 2017-2018 წლებში იკავებდა. მეორედ 2019 წელს დაინიშნა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად. 2021 წლიდან კი, მას შემდეგ, რაც განათლების და კულტურის სამინისტროები გაიყო, ჩხენკელს განათლების და მეცნიერების სამინისტრო ჩააბარეს.

კომენტარები