დონალდ ტრამპი

Youtube-ზე დონალდ ტრამპის არხი აღდგა

Youtube-ზე აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის არხი აღდგა. ამის მიზეზად ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა სოციალურმა მედიამ წინასაარჩევნოდ ამომრჩევლებისთვის კანდიდატების კამპანიის თანაბარი ხელმისაწვდომობა დაასახელა. 

"ჩვენ სიფრთხილით შევაფასეთ ძალადობის რისკები, ამავდროულად, ვაბალანსებთ ამომრჩეველთა შანსებს, ჰქონდეთ თანაბარი წვდომა ძირითად ეროვნულ კანდიდატებთან, რომლებიც არჩევნებზე იყრიან კენჭს". – წერია Youtube-ის განცხადებაში.

YouTube-მა ტრამპის ანგარიში 2021 წლის 12 იანვარს შეაჩერა. 

მიზეზად კომპანიის წარმომადგენლებმა ანგარიშიდან წამოსული პოტენციური საფრთხე დაასახელეს, მათი თქმით, იყო მცდელობა ისეთი ვიდეოს ატვირთვისა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა YouTube-ის სამომხმარებლო პოლიტიკას. 

ამასთან ერთად, 6 იანვარს კაპიტოლიუმის შენობაში მომიტინგეთა ნაწილის შეჭრის შემდეგ ტექნოლოგიურმა გიგანტებმა (Facebook, Twitter, Google, Instagram) პრეზიდენტ ტრამპის სოციალური მედიის ანგარიშები დაბლოკეს

შეზღუდვიდან რამდენიმე თვის შემდეგ მან შექმნა საკუთარი სოციალური მედიის პლატფორმა Truth Social.

Youtube-ის გარდა, 2-წლიანი აკრძალვის შემდეგ Meta-მ აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს Facebook-სა და Instagram-ზე წვდომა დაუბრუნა

კომენტარები