ტექნოლოგიური გიგანტები

ტრამპის ახალი სოციალური პლატფორმა ამერიკაში გადმოწერების რეიტინგში პირველ ადგილზეა 

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ახალი სოციალური პლატფორმა, Truth Social-ი Apple-ის რეიტინგში პირველ ადგილზეა, უფასო აპლიკაციებს შორის ის ამერიკელი მომხმარებლების ყველაზე დიდმა ნაწილმა გადმოწერა. 

ახალი სოციალური პლატფორმა, რომელიც Twitter-ის ანალოგია, ტექნოლოგიური გიგანტების, Facebook-ის, Twitter-ისა და YouTube-ის მიერ პრეზიდენტის ანგარიშების დაბლოკვის საპასუხოდ შეიქმნა. 

ტრამპის განმარტებით, ახალი პლატფორმის შექმნა "ტექნოლოგიური გიგანტების ტირანიისთვის" წინააღმდეგობის გაწევას და სიმართლის დაუფარავად, ცენზურის გარეშე გაჟღერებას ისახავს მიზნად, აპლიკაციის სახელიც (Truth) ამაზე მიუთითებს. 

Reuters-ის ცნობით, Truth Social-ზე დიდი მოთხოვნისა და სერვერების გადატვირთვის გამო, მომხმარებლების საკმაოდ დიდ ნაწილს რეგისტრაციის პროცესში ვირტუალურ რიგში დგომაც კი მოუწია.

დეველოპერების განმარტებით, სოციალური მედიაზე მუშაობა ჯერაც არ არის დასრულებული და აპლიკაცია შეფერხებით მუშაობს, თუმცა ეტაპობრივად არსებული ხარვეზები გამოსწორდება. 

"ჩვენ ისეთ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც თალიბანს Twitter-ზე უზარმაზარი გავლენა აქვს, თუმცა თქვენი საყვარელი ამერიკელი პრეზიდენტი კი დადუმებულია". – ამბობს ტრამპი.

შეგახსენებთ, რომ 6 იანვარს კაპიტოლიუმის შენობაში მომიტინგეთა ნაწილის შეჭრის შემდეგ, ტექნოლოგიურმა გიგანტებმა (Facebook, Twitter, Google, Instagram) პრეზიდენტ ტრამპის სოციალური მედიის ანგარიშები დაბლოკეს.

კომპანიების განმარტებით, პრეზიდენტის პოსტები მოსახლეობას ძალადობისკენ მოუწოდებდა. ამ ბრალდებებს ტრამპი უარყოფს და ტექნოლოგიურ კომპანიებს არასამართლიანი ცენზურის დაწესებაში ადანაშაულებს.

CNBC-ის ინფორმაციით, Truth Social-ის შექმნაზე Trump Media and Technology Group (TMTG) მუშაობს და სოციალური მედია კომპანიის ყველაზე ამბიციური და მასშტაბური პროექცია.

კომენტარები