ეს ნიშნავს, რომ რუსეთის ფარგლებს მიღმა პუტინი უნდა დააკავონ და გადასცენ სასამართლოს. მსოფლიო ლიდერები სამგზის დაფიქრდებიან, სანამ მას ხელს ჩამოართმევენ ან დასხდებიან მასთან მოლაპარაკებებზე. ეს ისტორიული გადაწყვეტილებაა უკრაინისთვის და მთლიანად საერთაშორისო სამართლის სისტემისთვის. [...] დღევანდელი გადაწყვეტილება – ისტორიული ნაბიჯია, თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია სამართლიანობის აღდგენის. ჩვენ ეს გზა თავისუფალ მსოფლიოსთან ერთად უნდა გავიაროთ. იმედი გვაქვს, რომ ყველა სახელმწიფო, რომელიც თავს ცივილიზებული მსოფლიოს ნაწილად თვლის, შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს იმისთვის, რომ სამხედრო დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირები სასამართლოს წინაშე წარდგნენ. მიუხედავად იმისა, ორმ საუბარია რუსეთის ტერორისტული რეჟიმის უმაღლეს ლიდერებზე. განსაკუთრებით, როდესაც საუბარია რუსეთის ტერორისტული რეჟიმის უმაღლეს ლიდერებზე
ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი
კოსტინი პუტინზე: მსოფლიო ლიდერები სამგზის დაფიქრდებიან, სანამ მას ხელს ჩამოართმევენ
tbl.ge/6b5i
დაკოპირდა

წერს უკრაინის გენერალური პროკურორი, ანდრეი კოსტინი Telegram-ზე.
ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერიუკრაინარუსეთიICCსისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოანდრეი კოსტინი
ამავე თემაზე
- ICC: მონღოლეთმა თავისი ვალდებულებები დაარღვია იმით, რომ პუტინი არ დააკავა
- ევროკავშირი მწუხარებას გამოთქვამს, რომ მონღოლეთმა პუტინის დაკავების ორდერი არ აღასრულა
- პუტინი მონღოლეთში ჩავიდა, მონღოლეთი ICC-ის მიერ გაცემულ დაკავების ორდერს არ აღასრულებს
- უკრაინის საგარეო: მონღოლეთს მოვუწოდებთ, დააკავოს პუტინი და ჰააგის სასამართლოს გადასცეს
- კრემლი: ICC-ის მიერ გაცემული ორდერის მიუხედავად, პუტინს მონღოლეთში არ დააკავებენ




