NATO-ფინეთი

ერდოღანი ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას დათანხმდა

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, 17 მარტს თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას დათანხმდა, მაგრამ დასძინა, რომ შვედეთთან დისკუსიები გაგრძელდება.

"ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენს პარლამენტში ფინეთის NATO-ში გაწევრიანების პროცესის რატიფიცირება დავიწყოთ". - თქვა ერდოღანმა. 

ფინეთმა და შვედეთმა NATO-ს წევრობის შესახებ განაცხადი გასულ წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემგედ შეიტანეს. ქვეყნების გაწევრიანებისთვის ყველა წევრის თანხმობაა საჭირო. 

თურქეთი შვედეთის NATO-ში გაწევრიანებისგან თავს იკავებს მიზეზით, რომ სტოკჰოლმი მფარველობს ეთნიკური ქურთების ჯგუფებს, რომლებიც ანკარას ტერორისტულ ორგანიზაციებად ჰყავს გამოცხადებული.


15 მარტს, თურქეთში ფინეთის პრეზიდენტის, საული ნიინისტესა და საგარეო საქმეთა მინისტრის, პეკა ჰაავისტოს ვიზიტის წინ, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სავარაუდოდ მიანიშნა იმაზე, რომ თურქეთი ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას დათანხმდება, შვედეთისგან განცალკევებით.

"რაც არ უნდა იყოს პროცესი, ის იმუშავებს. ჩვენს წვლილს შევიტანთ. პირობას შევასრულებთ. [ფინეთის] პრეზიდენტს პარასკევს შევხვდებით და შევასრულებთ პირობას, რომელიც დავდეთ". – თქვა ერდოღანმა.

პრეზიდენტი ნიინისტე საგარეო უწყების მეთაურ ჰაავისტოსთან ერთად თურქეთში 16 მარტს ჩადის. ისინი მოინახულებენ ტერიტორიებს, რომლებიც გასულ თვეში ძლიერმა მიწისძვრამ დააზიანა. ფინეთისა და თურქეთის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა პარასკევს, 17 მარტს არის დაგეგმილი.

ამას გარდა, 15 მარტს ჰელსინკიში მედიასთან საუბრის დროს ნიინისტემ ასევე მიუთითა, რომ თურქეთი ფინეთის NATO-ში რატიფიცირებისთვის ემზადებოდა. მისი თქმით, ფინეთს ახლო კავშირი აქვს ერდოღანის ადმინისტრაციასთან და შვედეთთანაც.

"ფინეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებარაც შეიძლება მალე მოხდეს. გავაგრძელებ მუშაობას, რომ მხარი დავუჭირო შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას". – თქვა ნიინისტემ ფინურ მედიასთან. 

შვედეთის პრემიერმინისტრის, ულფ კრისტერსონის თქმით, ბოლო კვირებში ბევრი რამ მიუთითებს იმაზე, რომ თურქეთი შვედეთამდე ფინეთის რატიფიცირებას აპირებს. მისი თქმით, შვედეთის მტავრობა "ამ სიტუაციისთვისაც მზადაა".

მედიასააგენტო Reuters-სთან თურქეთის ოფიციალური პირები ანონიმურად ამბობენ,  რომ ფინეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირებას პარლამენტი აპრილის შუა რიცხვებამდე შეასრულებს. 

Reuters-ისთვის ფინეთის პრეზიდენტის პასუხში ფაქტობრივად ჩანს, რომ მან ერდოღანის გადაწყვეტილების შესახებ იცის.

"ჩვენ ვიცოდით, რომ როცა თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი ფინეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირების გადაწყვეტილებას მიიღებდა, შეხვედრა და პირობის შესრულება უნდოდა, როგორც პრეზიდენტი პრეზიდენტთან". – მსიწერე Reuters-ს ნიინისტემ.

კომენტარები