NATO-ფინეთი

4 აპრილიდან ფინეთი NATO-ს ოფიციალური წევრი გახდება

ფინეთი 4 აპრილს NATO-ს 31-ე წევრი ოფიციალურად გახდება. ინფორმაციას NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ადასტურებს. 

"ჩვენ პირველად ავწევთ ფინეთის დროშას აქ, ნატოს შტაბ-ბინაში. ეს კარგი დღე იქნება ფინეთის უსაფრთხოებისთვის, სკანდინავიური ქვეყნების უსაფრთხოებისთვის და მთლიანად NATO-სთვის. შედეგად შვედეთიც უფრო უსაფრთხოდ იქნება". - თქვა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში

ფინეთმა და შვედეთმა NATO-ს წევრობის შესახებ განაცხადი გასულ წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეიტანეს. პროცესს თურქეთი და უნგრეთი აჭიანურებდნენ.

კომენტარები