NATO-ფინეთი

NATO-ს საზღვარი რუსეთთან, ფინეთის წევრობით, 2-ზე მეტჯერ იზრდება

ფოტო - INSIDER

ფინეთი 4 აპრილს NATO-ს 31-ე წევრი ოფიციალურად ხდება, რაც რუსეთის საზღვარს NATO-სთან 2-ზე მეტჯერ - 750 მილიდან (1207კმ.)  დაახლოებით 1600 (2575კმ.) მილამდე გაზრდის.

4 აპრილამდე NATO-სა და რუსეთის სახმელეთო საზღვრები ჩრდილოეთ ნორვეგიის, ლატვიისა და ესტონეთის გასწვრივ, კალინგრადთან კი პოლონეთისა და ლიტვას გასწვრივ გადიოდა.

ფინეთმა და შვედეთმა NATO-ში გაწევრიანების სურვილის შესახებ განაცხადი 2022 წლის მაისში შეავსეს, რითაც გლობალურ ასპარეზზე ათწლეულების მანძილზე სამხედრო ნეიტრალიტეტის შენარჩუნების პოლიტიკა შეცვალეს. 

ფინეთის NATO-ში გაწევრიანების მხარდაჭერის ზრდა 2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში შეჭრამ გამოიწვია.

კომენტარები