უდიდესი განსხვავებაა ამ ორ პროტესტს შორის. დღეს ეს იყო მშვიდობიანი აქცია. 20 ივნისს მომიტინგეები თავს ესხმოდნენ პარლამენტს და ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შესვლას, ეს იყო ძალადობა. ისინი თავს ესხმოდნენ პოლიციას, სხვათაშორის პოლიცია ამას იტანდა 3-4 საათის განმავლობაში. ამ ორი პროტესტის შედარება შეუძლებელია. სრულიად სხვადასხვა ამბავია. გამოძიებამ დაადგინა, რომ [20 ივნისის] აქციაზე იყო ინდივიდუალური ფაქტები, მაგრამ საერთო ჯამში პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური და არ იყო ამასთან დაკავშირებით კითხვები. მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ამ ორ პროტესტს ვადარებთ მთავარია, რომ ისინი სრულიად განსხვავებულია ერთმანეთისგან. ეს არის მიზეზი, რის გამოც ვაკრიტიკებ პოლიციის და შსს-ს ამჟამინდელ ქმედებებს, როგორც ისინი მოიქცნენ ამ სიტუაციაში
გიორგი გახარია
გახარია: 20 ივნისის და მარტის აქციები განსხვავდება, მაშინ ძალის გამოყენება ლეგიტიმური იყო
tbl.ge/6b5a
დაკოპირდა

ასე პასუხობს ყოფილი პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია DW-ის თუ რით განსხვავდებოდა 2019 წლის 20 ივნისს მისი, როგორც შს მინისტრის ქცევა ამჟამინდელი ხელისუფლებისგან, რომელმაც 7-8 მარტს აქცია დაარბია. ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ 20 ივნისს პოლიცია გაცილებით უფრო ძალადობრივი იყო და რამდენიმე მომიტინგემ თვალიც დაკარგა.
ამავე თემაზე
- გახარია: არანაირი ლეგიტიმაცია ამ პარლამენტს არ აქვს ჩვენგან და არც მომავალში ექნება
- გახარია: გავუფრთხილდეთ 31 მარტის მონაპოვარს და ერთად დავდგეთ ამ მონაპოვარის დასაცავად
- ხაზარაძე: პარლამენტში 101 დეპუტატია, საკითხი დგას გახარიას პარტიაზე, ჩნდება კითხვები
- გახარია: პროპაგანდისთვის რომ ადეკვატური პასუხი გაგვეცა, ცოტა სხვაგან ვიქნებოდით
- გახარია: პრეზიდენტს ლეგიტიმაციას არ აძლევს შენობა, ლეგიტიმაციის წყარო ხალხის ნდობაა