12 წლის ბავშვის გარდაცვალება

დიდ დიღომში 12 წლის ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს, გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო

დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე 12 წლის ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს. 

16 მარტის საღამოდან სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დიდი დიღმის ტერიტორიაზე 23:00-დან მოზარდი დაიკარგა. მოზარდი რამდენიმე საათში გარდაცვლილი ნახეს. 

ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები