რუსული კანონი

76 დეპუტატი, რომელმაც რუსულ კანონს მხარი დაუჭირა

ტაბულა

76 მომხრე, 13 წინააღმდეგი - ქართულმა ოცნებამ უცხოელ აგენტებზე რუსული კანონის ერთერთი ვერსია პირველი მოსმენით მიიღო. 

იმ დეპუტატებს შორის, რომლებმაც რუსულ კანონს მხარი დაუჭირეს, არიან:

  1. გიორგი ამილახვარი
  2. გია ბენაშვილი
  3. ირაკლი ბერაია
  4. ირაკლი (დაჩი) ბერაია
  5. რამინა ბერაძე
  6. მაია ბითაძე
  7. ანზორ ბოლქვაძე
  8. ელისო ბოლქვაძე
  9. მაკა ბოჭორიშვილი
  10. ბექა დავითულიანი
  11. ალექსანდრე დალაქიშვილი
  12. ზაურ დარგალი
  13. ისკო დასენი
  14. ზაალ დუგლაძე
  15. გოჩა ენუქიძე
  16. გიორგი ვოლსკი
  17. ირმა ზავრადაშვილი
  18. ირაკლი ზარქუა
  19. არჩილ თალაკვაძე
  20. ედიშერ თოლორაია
  21. ფრიდინ ინჯია
  22. რატი იონათამიშვილი
  23. დავით კაჭარავა
  24. ლადო კახაძე
  25. გიორგი კახიანი
  26. კახა კახიშვილი
  27. პაატა კვიჟინაძე
  28. ბაია კვიციანი
  29. სუმბატ კიურეღიანი
  30. ირაკლი კობახიძე
  31. ლევან კობიაშვილი
  32. რესან კონცელიძე
  33. მარიამ ლაშხი
  34. ლომინაძე ზაზა
  35. მათიკაშვილი დავით
  36. მანუკიანი სამველ
  37. მაჭარაშვილი გურამ
  38. მგალობლიშვილი ლევან
  39. მდინარაძე მამუკა
  40. მეზურნიშვილი ირაკლი
  41. მენაღარიშვილი მაია
  42. მეშველიანი გოგი
  43. მირზოევი სავალან
  44. მიქანაძე გივი
  45. მიქელაძე ზაალ
  46. ობოლაშვილი ანტონ
  47. ოდიშარია ბექა
  48. ოხანაშვილი ანრი
  49. პაპუაშვილი შალვა
  50. სამხარაული გელა
  51. სამხარაძე დიმიტრი
  52. სამხარაძე ნიკოლოზ
  53. სანიკიძე ვიქტორ
  54. სარჯველაძე მიხეილ
  55. სეფაშვილი ეკა
  56. სონღულაშვილი დავით
  57. სოზარ სუბარი
  58. ალექსანდრე ტაბატაძე
  59. ნოდარ ტურძელაძე
  60. ქადაგიშვილი ირაკლი
  61. ქარუმიძე ლევან
  62. ღუდუშაული ალუდა
  63. ყაველაშვილი მიხეილ
  64. შატაკიშვილი ირაკლი
  65. ჩანქსელიანი გოდერძი
  66. ჩიგოგიძე ვასილ
  67. ჩიქოვანი ირაკლი
  68. ცაგარეიშვილი გიორგი
  69. წაქაძე ბეჟან
  70. წილოსანი ნინო
  71. წილოსანი ხატია
  72. წაწავა გრეტა
  73. ჭიჭინაძე გივი
  74. ხაბარელი შოთა
  75. ხუნდაძე დიმიტრი
  76. ვიქტორ ჯაფარიძე

მეორე ვერსია დღევანდელ სხდომაზე არ განუხილავთ. მას შემდეგ, რაც ორივე კანონპროექტს პირველი მოსმენით მიიღებენ, დოკუმენტებს ვენეციის კომისიას გაუგზავნიან. შალვა პაპუაშვილის თქმით, "სამი თვე სჭირდება დასკვნას და არ არის ისტერია საჭირო".

უცხოელ აგენტებზე რუსული კანონპროექტი ხუთშაბათს, 9 მარტს უნდა განეხილათ, თუმცა, პარლამენტთან აქციის დაშლის შემდეგ, ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერი მამუკა მდინარაძე გამოვიდა ინიციატივით, კანონპროექტი დღესვე განეხილათ. 

მას შემდეგ, რაც კანონპროექტის განხილვა დაიწყო, პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა. გადაკეტილია რუსთაველის გამზირი.


ხალხის ძალად წოდებულმა ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა ივანიშვილის დეპუტატებმა პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც, მათი მტკიცებით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით აწესრიგებს სუბიექტის უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციასა და ამ სიაში მოხვედრილი მოქალაქეებისა თუ ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 

საზოგადოების კრიტიკის შემდეგ ხალხის ძალამ გადაწყვეტილება მიიღო და წარადგინა ალტერნატიული კანონპროექტი "უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ", რომელიც მათივე განცხადებით, ამერიკული ვარიანტის ზუსტი ანალოგი და თარგმანია. ქართული ოცნება პირველი მოსმენით მხარს ორივე კანონპროექტს უჭერს, შემდეგ კი ვენეციის კომისიაში აგზავნის

კომენტარები