ტაბულა

ტაბულა აცხადებს ვაკანსიას ახალი ამბების რეპორტიორის პოზიციაზე

ტაბულა

ტაბულა აცხადებს ვაკანსიას ახალი ამბების რეპორტიორის პოზიციაზე.

ჩვენ ვეძებთ ქართულად წერის გამოცდილების მქონე აქტიურ მოქალაქეებს, რომლებიც მზად არიან, დასაქმების დღიდან გაართვან თავი ახალი ამბების გაშუქებასა და მასალის მომზადებას. 

დასაქმების მსურველი უნდა იზიარებდეს ტაბულას მიზნებს, პრინციპებსა და ღირებულებებს.

ჩვენ ვეძებთ გუნდის წევრებს, რომელთაც აქვთ:

  • გადაღებებზე სიარულის, აქციების და სხვადასხვა აქტივობის გაშუქების უნარები და გამოცდილება; 
  • ოპერატიულად მუშაობის უნარი, მათ შორის სტრესულ პირობებში;
  • შეუძლიათ გამართული წერა და თხრობა;
  • იციან უცხო ენა (სავალდებულოა – ინგლისური ენა);
  • იცნობენ პროფესიულ სტანდარტებსა და მედიაეთიკას.

კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

  • სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 200 სიტყვისა);
  • Curriculum Vitae (CV);
  • მის მიერ დაწერილი/გამოქვეყნებული მასალები (სასურველია).

ახალი ამბების რეპორტიორის ანაზღაურება განისაზღვრება გასაუბრების შემდეგ.

დაინტერესებულმა პირმა განაცხადი უნდა გამოგზავნოს, ელ-ფოსტაზე, [email protected]

სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება – ახალი ამბების რეპორტიორი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 7 მარტი.

კომენტარები