ტაბულა

ტაბულა აცხადებს ვაკანსიას ახალი ამბების ჟურნალისტის პოზიციაზე

ტაბულა აცხადებს ვაკანსიას ახალი ამბების ჟურნალისტის პოზიციაზე.

ჩვენ ვეძებთ ქართულად წერის გამოცდილების მქონე აქტიურ მოქალაქეებს, რომლებიც მზად არიან, დასაქმების დღიდან გაართვან თავი ახალი ამბების გაშუქებასა და ჟურნალისტური მასალის მომზადებას.

დასაქმების მსურველი უნდა იზიარებდეს ტაბულას მიზნებს, პრინციპებსა და ღირებულებებს.

ჩვენ ვეძებთ გუნდის წევრებს, რომელთაც აქვთ:

  • გამართულად წერისა და თხრობის უნარები;
  • გადაღებებზე სიარულის, აქციების და სხვადასხვა აქტივობის გაშუქების უნარები და გამოცდილება; 
  • ოპერატიულად მუშაობის უნარი, მათ შორის სტრესულ პირობებში;
  • იციან უცხო ენა (სავალდებულოა – ინგლისური ენა);
  • იცნობენ პროფესიულ სტანდარტებსა და მედიაეთიკას.

ახალი ამბების ჟურნალისტის პოზიცია სრულ განაკვეთზე მუშაობას გულისხმობს. ამასთან ერთად, ეკონომიკური თემების მიმართ ინტერესი და მათზე წერის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:

  • სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 200 სიტყვისა);
  • Curriculum Vitae (CV);
  • მის მიერ დაწერილი/გამოქვეყნებული მასალები.

კანდიდატმა განაცხადი უნდა გამოგზავნოს ელ-ფოსტაზე: [email protected]

სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება – ახალი ამბების ჟურნალისტი.

ახალი ამბების ჟურნალისტის ანაზღაურება განისაზღვრება გასაუბრების შემდეგ, მისი გამოცდილებისა და უნარების შესაბამისად.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 19 თებერვალი.

კომენტარები