რეალურად, ერთი რამ, აქ საქმე გვქონდა ჩვენ პარტიების ირიბ დაფინანსებასთან ცალკეულ შემთხვევებში. იგივე, რომ ავიღოთ ჩვენ, მაგალითად, ტაბულა, ან რომ ავიღოთ მომავლის აკადემია, ჩვენ ვიცით, რომ ერთიც და მეორეც არის პარტიული დანამატი. საქართველოში კანონით არის მოწესრიგებული და კონსტიტუციით არის მოწესრიგებული პარტიების დაფინანსების საკითხი და ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა დემოკრატიულ ქვეყანაში, საქართველოშიც აკრძალულია პოლიტიკური პარტიების გარედან დაფინანსება.
გარდა ამისა, ზუსტად ახლა ვსაუბრობდი მე ექსტრემიზმის წახალისებაზე. როდესაც ასეთ პარტიულ დანამატებს აფინანსებ, რა თქმა უნდა, ესეც არის თავისთავად ექსტრემიზმის წახალისება. თქვენ ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რით არის დაკავებული მაგალითად, იგივე ტაბულა, რით არის დაკავებული ე.წ. "მომავლის აკადემია", რომელიც მანამდე იყო ფრანკლინის კლუბი. ისინი ექსტრემიზმით არიან დაკავებული და როგორ შეიძლება, დიდი ბრიტანეთიდან ფინანსდებოდეს საქართველოში ექსტრემისტული მოძრაობები? ეს არის ყოვლად დაუშვებელი, ყოვლად მიუღებელი. პირდაპირ ამ ორგანიზაციებს განასახიერებენ პოლიტიკოსები. კონკრეტული პოლიტიკოსები, რომლებიც არიან სწორედ ასოცირებული ექსტრემისტები ჩვენს ქვეყანაში და აბსოლუტურად ლოგიკურია ეს, რომ ხელისუფლების მხრიდან ვერ ექნება მხარდაჭერა ასეთი ტიპის ორგანიზაციების ფინანსურ მხარდაჭერას და ზოგადად, ქვეყანაში ექსტრემიზმის მხარდაჭერას.





