კალათბურთი

საქართველოს კალათბურთის ნაკრები ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა

საქართველოს ეროვნული საკალთბურთო ნაკრები ისტორიაში პირველად, მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა.

ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა 23 თებერვალს ნიდერლანდები ანგარიშით 88 - 80 დაამარცხა, ხოლო, დღეს, ისლანდიის ნაკრებთან ანგარიშით 77-80 დამარცხდა. 

კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატი 2023 წელს, 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით ინდონეზიაში, იაპონიასა და ფილიპინებში გაიმართება და მასში მონაწილეობას 32 ქვეყნის ნაკრები მიიღებს. 

 

კომენტარები