კალათბურთი

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონი ესპანეთი დაამარცხა

ევროპოპი/europop

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი დამატებით დროში, ანგარიშით 82-76 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ თბილისში, ევრობასკეტისთვის გახსნილ ახალ დარბაზში გამართულ მატჩში, ილია ზუროსის გაწვრთნილ ნაკრებს ერთ-ერთი ლიდერი, გოგა ბითაძე აკლდა. 

საქართველოს ნაკრებს ქულებში გიორგი შერმადინმა 18 ქულით ულიდერა. 17 ქულის დაგროვება შეძლო რატი ანდრონიკაშვილმა, თად მაკფადენმა კი ზუროსის გუნდს 16 ქულა მოუტანა.

G ჯგუფიდან საკვალიფიკაციო რაუნდის მე-2 ეტაპზე საქართველოსთან ერთად, ესპანეთი და უკრაინა გავიდნენ, ბოლო ადგილი კი ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებმა დაიკავა. აღსანიშნავია, რომ ჯგუფიდან გამსვლელთა ვინაობა ამ მატჩამდეც გარკვეული იყო, თუმცა მატჩის შედეგს მნიშვნელობა მაინც ჰქონდა, რადგან შედეგები მომდევნო ეტაპზეც გადადის.

კომენტარები