კალათბურთი

DENVER NUGGETS-მა გიორგი ბეჟანიშვილთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა

Lelo.ge

NBA-ს გუნდმა Denver Nuggets ქართველ კალათბურთელთან, გიორგი ბეჟანიშვილთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. 

ბეჟაშვილი რუსთავში 1998 წელს დაიბადა. 14 წლის ასაკში გადავიდა საცხოვრებლად ვენაში, 2016 წელს მიიღო ავსტრიის მოქალაქეობა. იყო ვენური კლუბების Basket Flames-ისა და Klosterneuburg Dukes-ის წევრი, 2018 წელს მოწვევით წავიდა ამერიკაში და ილინიოსის კოლეჯის გუნდის წევრი გახდა. 2021 წელს საზაფხულო ლიგაში ითამაშა დენვერის სახელით.

კონტრაქტი არასტანდარტულია, გათვლილია მინიმალურ ხელფასზე, კალათბურთელი არ მიიღებს ბონუსებს. მხარეების შეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია კონტრაქტი მუდმივი გახდეს, თუმცა შეთანხმება სეზონის დაწყებამდე უნდა მოხდეს. კლუბი უფლებას იტოვებს კალათბურთელთან ნებისმიერ დროს გაწყვიტოს ხელშეკრულება.

ამ დროისთვის NBA-ში ბეჟანიშვილის გარდა კიდევ ორი ქართველი კალათბურთელი ასპარეზობს. გოგა ბითაძე Indiana Pacers-ის, ხოლო სანდრო მამუკელაშვილი, მოქმედი ჩემპიონის Milwaukee Bucks-ის ღირსებას იცავს.

კომენტარები