ეს იქნება ძლიერი ფანარი, რომელიც გაანათებს ბნელ ზრახვებს თუკი ასეთი არსებობს.
სუბარი აგენტების კანონზე: იქნება ძლიერი ფანარი, გაანათებს ბნელ ზრახვებს თუ ასეთი არსებობს

ბიძინა ივანიშვილის დეპუტატი სოზარ სუბარი.
ხალხის ძალად წოდებულმა ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა ივანიშვილის დეპუტატებმა პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც, მათი მტკიცებით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით აწესრიგებს სუბიექტის უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციასა და ამ სიაში მოხვედრილი მოქალაქეებისა თუ ორგანიზაიცების საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
ქართული ოცნების დეპუტატები მათი "ყოფილი" თანაგუნდელების ინიციატივას არათუ არ შეწინააღმდეგებიან, არამედ ამბობენ, რომ "გამჭვირვალობის პრობლემა ნამდვილად არსებობს" და საპარლამენტო უმრავლესობა ამ კანონპროექტს მხარს დაუჭერს.
საზოგადოების კრიტიკის შემდეგ ხალხის ძალამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ წარადგინოს ალტერნატიული კანონპროექტი "უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ", რომელიც მათივე განცხადებით, ამერიკული ვარიანტის ზუსტი ანალოგი და თარგმანი იქნება.
ამავე თემაზე
- ხუნდაძე: 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების აკრძალვა უნდა გადაიხედოს
- ხუნდაძე: დღეს ჩვენ ოპოზიციაში ვართ, ეს არაა მოჩვენებითი ოპოზიცია
- ხალხის ძალა ენმ-ზე: პარტია, რომელმაც საქართველოს ომი მოუტანა, ქართულ პოლიტიკაში არ უნდა იყოს
- ხალხის ძალა: სანამ აშშ გააგრძელებს ხელისუფლებაზე ზეწოლას, ომის საფრთხე არსად გამქრალა
- აშშ-ს ელჩმა, დანიგანმა გადაკვეთა წითელი ხაზი - ხალხის ძალის განცხადება




