საწვავის ფასები

დავითაშვილი: ჩვენი მოლოდინით, მიმდინარე კვირის ბოლომდე საწვავი კიდევ 10 თეთრით გაიაფდება

საქართველოს მთავრობა

ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მათი მოლოდინით, მიმდინარე კვირის ბოლომდე საწვავი კიდევ 10 თეთრით გაიაფდება.

"ჩვენ საწვავის იმპორტიორებთან და რითეილერებთან დიალოგი გვქონდა. უკვე დავინახეთ ფასების კლების ის ტენდენცია, რაც ბაზარზე არსებობს. დღეს ზოგიერთ ბრენდირებულ ქსელში რეგულარის ფასი 2.39 ლარია. იცით, რომ კომპანიებს ასევე გააჩნიათ მარკეტინგული პროგრამები და ეს კიდევ დამატებით, დაახლოებით 15 თეთრამდე ფასდაკლება და შეღავათია. შესაბამისად, პროპროციულად იკლებს პრემიუმისა და სხვა კატეგორიის საწვავის ფასებიც. ჩვენი მოლოდინით, მიმდინარე კვირის ბოლომდე საწვავი კიდევ დამატებით 10 თეთრით გაიაფდება. თვის ბოლომდე, საწვავის მნიშვნელოვანი გაიაფების ტენდენცია კიდევ არსებობს. მარჟები და ტენდენციები გავაანალიზეთ და ვფიქრობ, რომ მარჟები ოპტიმალური იქნება, განასკუთრებით, ყველაზე მოთხოვნადი საწვავის პირობებში - როგორც წესი, ესენია რეგულარი და ევრო რეგულარი". - თქვა დავითაშვილმა.

20 თებერვალს საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ნავთობის ფასების კლებასთან დაკავშირებით ისაუბრა და ნავთობის იმპორტიორები გააფრთხილა, რომ თუ ფასების კლება არ გაგრძელდება, მთავრობა ფასებზე ზედა ზღვრის დაწესებით შეზღუდვებს ამოქმედებს.

 

კომენტარები