საწვავის ფასები

ღარიბაშვილი: საწვავის იმპორტიორები შეგვპირდნენ, აგვისტოს ბოლომდე 20-30 თეთრით დაიკლებს ფასი

ჩემი დავალებით, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრები შეხვდნენ საწვავის იმპორტიორებს, რამდენიმე შეხვედრა გამართეს. ჩვენ აქტიურად ვაკვირდებით საწვავის ფასებს საქართველოში. მჭიდრო კოორდინაციაში ვართ კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელობასთან. მე დღეს დილით მქონდა საუბარი მათთან. იმის მიუხედავად, რომ ლარი გამყარდა, ასევე საწვავის ფასები პლაცზე არის დაკლებული, ქვევით წამოვიდა ფასები. ჯერ კიდევ გვაქვს ჩვენ განცდა იმისა, რომ შესაბამისად არ პოვა ასახვა საწვავის ფასებმა და არ მოხდა საწვავის ფასების პროპორციულად დაკლება, ამიტომ, საჭიროა, უფრო გავააქტიუროთ მუშაობა საწვავის იმპორტიორებთან.

მე რეკომენდაციით მივმართე კონკურენციის სააგენტოს, დაიწყონ მოკვლევა და შეამოწმონ იმპორტიორების კეთილსინდისიერება, რამდენად სწორად ხდება კონკურენციის პირობების დაცვა და ხომ არ არის რაიმე გადახრა და კეთილსინდისიერების დარღვევა. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას. შეგვპირდნენ იმპორტიორები, იმის მიუხედავად, რომ მათ დააკლეს ფასი ივლისში, ასევე აგვისტოში დააკლეს 10-10 თეთრით, კიდევ უფრო მეტად აპირებენ დაკლებას, ჯამში 20-30 თეთრით დააკლებენ ფასებს აგვისტოს ბოლომდე, მაგრამ უფრო მეტი გამჭვირვალობაა საჭირო. ჩვენს მოქალაქეებს მაქსიმალურად დეტალური ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ, რა მარჟებით მუშაობენ, რამდენია მათი მოგება და ა.შ. მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ლარი იყოს სტაბილური და მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში, როგორც მოგეხსენებათ, ძალიან გამყარდა ეროვნული ვალუტა.

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

კომენტარები