რამზან კადიროვი

კადიროვი: სახელმწიფო სამსახურის დასრულების შემდეგ, ჩემს კერძო სამხედრო კომპანიას შევქმნი

რამზან კადიროვი

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი საკუთარ Telegram-ზე წერს, რომ სახელმწიფო სამსახურის დასრულების შემდეგ საკუთარი კერძო სამხედრო კომპანიის შექმნას აპირებს და ვაგნერის დამფუძნებელს, რუს ოლიგარქ ევგენი პრიგოჟინს "კონკურენციას გაუწევს".

კადიროვი პრიგოჟინს "ძმას" უწოდებს და ამბობს, რომ ვაგნერმა "ეფექტიანობის დადასტურება" შეძლო.

"ეჭვგარეშეა, მსგავსი პროფესიონალური ფორმირებები საჭიროა. ამიტომ, მე სერიოზულად ვაპირებ, სახელმწიფო სამსახურის დასრულების შემდეგ, ჩვენს ძმას, ევგენი პრიგოჟინს კონკურენცია გავუწიო და შევქმნა კერძო სამხედრო კომპანია. ვფიქრობ, ყველაფერი გამოვა". – წერს კადიროვი. 

გასულ დღეებში პრიგოჟინმა საავადმყოფოში მოინახულა ქვედანაყოფი ახმატის მეთაური და კადიროვის თანაშემწე, აპტი ალაუდინოვი, რომელიც, ჩეჩნეთის ლიდერის მტკიცებით, მოწამლული იყო. შეხვედრის დროს პრიგოჟინმა თქვა, რომ ახმატი მის დაჯგუფებას გადასცემდა ჭურვებს, რომლებსაც ვაგნერელები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სთხოვდნენ.

პრიგოჟინისა და კადიროვის ძალები პერიოდულად ეწევიან რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დისკრედიტაციას.

ISW: პუტინი უკრაინაში პრიგოჟინისა და კადიროვის ძალებზეა დამოკიდებული

კადიროვმა და პრიგოჟინმა გასული წლის ოქტომბერში გააკრიტიკეს რუსეთის ჯარის დანაყოფების მეთაურები, მას შემდეგ, რაც მათ ქალაქი ლიმანი დაკარგეს. 

კომენტარები