რამზან კადიროვი

კადიროვს რუსული ფერმერული მოძრაობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მედალი გადაეცა

ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა მორიგი ჯილდო მიიღო.

ამჯერად კადიროვს რუსეთის ფერმერთა ასოციაციის უმაღლესი ჯილდო, რუსული ფერმერული მოძრაობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის პირველი ხარისხის მედალი გადაეცა.

2021 წელს კადიროვმა იგივე ასოციაციისგან "საპატიო ფერმერის" წოდება მიიღო.

რამდენიმე დღის წინ კადიროვი ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის ორდენის კავალერი მეორეჯერ გახდა.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ კადიროვების ოჯახმა 150-ზე მეტი ჯილდო მიიღო, აქედან მინიმუმ 31 ჯილდო რამზან კადიროვს გადაეცა, მეორე და მესამე ადგილებს მისი შვილები ადამი და აიშატი იკავებენ.

კომენტარები