რამზან კადიროვი

რამზან კადიროვს ჩეჩნეთის გმირის წოდება მეორედ მიენიჭა

ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერს, რამზან კადიროვს ჩეჩნეთის გმირის წოდება მეორედ მიენიჭა.

შესაბამისი "ოქროს ვარსკვლავის" მედალი კადიროვს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, მოგამედ დაუდოვმა გადასცა.

დაჯილდოების ცერემონია გროზნოში, ახალი სამთავრობო კომპლექსის გახსნაზე გაიმართა.

ჩეჩნეთის გმირის წოდება კადიროვმა პირველად 2022 წლის დეკემბერში მიიღო.

49 წლის კადიროვი, რომელიც ჩეჩნეთს 2007 წლიდან მართავს 29 ჯილდოს მფლობელია.

კომენტარები