აშშ-ირანის მოლაპარაკებები

ტრამპი: ირანთან მიღწეულ შეთანხმებას, შესაძლოა, ამ შაბათ-კვირას მოეწეროს ხელი

დონალდ ტრამპი, 2025 წლის 14 აგვისტო.
Andrew Harnik/Getty Images

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან მიღწეულ "დიდებულ შეთანხმებას“, შესაძლოა, "უკვე ამ შაბათ-კვირას" მოეწეროს ხელი.

მისი თქმით, დოკუმენტი "ფაქტობრივად საბოლოო ეტაპზეა" და მისი დასრულება უახლოეს "რამდენიმე დღეში" არის შესაძლებელი.

ტრამპი ასევე ამტკიცებს, რომ შეთანხმების ხელმოწერისთანავე ჰორმუზის სრუტე დაუყოვნებლივ გაიხსნება. მისი თქმით, ხელმოწერის ცერემონია ევროპაში გაიმართება და მას აშშ-ს ვიცეპრეზიდენტი ჯეი დი ვენსი დაესწრება.

პრეზიდენტის თქმით, მან უკვე აცნობა შეთანხმების შესახებ ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს.

კომენტარები