ბიძინა ივანიშვილის დავა

Credit Suisse-ს ბიძინა ივანიშვილისთვის $210 მილიონი აქვს გადახდილი – Bloomberg

Bloomberg-ის ინფორმაციით, Credit Suisse Group AG-მა მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს 210 მილიონი დოლარი გადაუხადა.  

ბანკის განმარტებით, მათ გადაიხადეს "პროცესისთვის საჭირო მოსარჩლის ყველა ხარჯი". განცხადებაში არ არის მითითებული კონკრეტულად, რომელი სასამართლოს კომპენსაცია გადაიხადეს და რა პერიოდში მოხდა გადახდა. 

ბიძინა ივანიშვილმა ბანკის ტრასტის ერთეულს 800 მილიონი აშშ დოლარის ზარალის ასანაზღაურებლად უჩივლა. მისი თქმით, ეს ის თანხაა, რომელსაც იგი გამოიმუშავებდა, თუ ბანკი კეთილსინდისიერად განახორციელებდა თავის საქმიანობას. 2018 წელს ივანიშვილის პირადი ბანკირი, პატრის ლესკოდრონი თაღლითობისთვის გაასამართლეს: მან  ივანიშვილის ანგარიშებიდან აიღო თანხა, რათა სხვა კლიენტების მზარდი ზარალი დაეფარა.

Credit Suisse Trust-ი მუდმივად ამტკიცებდა, რომ მისი პასუხისმგებლობა შემოიფარგლებოდა ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი აქტივების ადმინისტრირებით. მისი აქტივების ხელმძღვანელი ან ქართველი ბიზნეს მრჩეველი იღებდა საინვესტიციო გადაწყვეტილებებს - ლეკოდრონი ბანკისგან დამოუკიდებლად მოქმედებდა, და, შესაბამისად, პასუხისმგებლობას ბანკი ვერ აიღებს.

ამჟამად საქმე სინგაპურის სასამართლოში მიმდინარეობს. მანამდე, ივანიშვილმა მარტში 607 მილიონი დოლარის გადაწყვეტილება ბერმუდის სასამართლოში მოიგო. სასამართლომ დაადგინა, რომ Credit Suisse-მა "თვალი დახუჭა" ლესკოდრონის თაღლითობაზე. CS Life ამ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს.

ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-სთან მრავალწლიანი დავის მოგების შემდეგ შვეიცარიული ბანკის მიერ დანიშნულ რწმუნებულ Green Vals Trust-ს გერნისის სასამართლოში უჩივის. ივანიშვილის ადვოკატის, ვიქტორ ყიფიანის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილს Credit Suisse-ის რწმუნებულ კომპანიასთან პრობლემები ხელოვნების ნიმუშებისა და ვერტმფრენის გადაადგილებასთან დაკავშირებით შეექმნა.

იურიდიული ფირმა MKD-ის 7 ივლისის განცხადების მიხედვით, ბიძინა ივანიშვილმა 5 ივლისს შვეიცარიული ბანკისგან წერილი მიიღო, სადაც ევროპარლამენტის რეზოლუციაზეა საუბარი, რომელიც ივანიშვილის სანქცირებას ემხრობა. ფირმის ცნობით, "ბანკი განმარტავს, თითქოსდა, ხსენებულმა რეზოლუციამ წარმოშვა ბანკის მხრიდან რეგულატორული ვალდებულებები და რომ ტრასტი თავის მოქმედებებს აღარ განახორციელებს სასამართლოს თანხმობის გარეშე".

თავდაპირველად ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ს უჩიოდა ბრალდებით, რომ ბანკმა ვერ შეძლო აღეკვეთა მისი პირადი ბანკირის, პატრიკ ლესკოდრონის თაღლითობა, რის შედეგადაც ივანიშვილმა $607 მილიონი დაკარგა. დავა ჯერ კიდევ 2011 წელს დაიწყო. ბერმუდის სასამართლოს გარდა, ივანიშვილი ბანკს უჩივის ახალ ზელანდიასა და სინგაპურშიც. ბერმუდის სასამართლოში მიმდინარე საქმე ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან, როგორც ოლიგარქის ადვოკატები ამბობენ, ივანიშვილმა ინვესტირებული ქონების დაახლოებით ნახევარი სწორედ ამ ფილიალში დაკარგა.

2022 წლის 14 დეკემბერს მიღებული რეზოლუციით, ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროპულ საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს, რომ დაუწესონ სანქციები ბიძინა ივანიშვილს, როგორც საქართველოში დემოკრატიული პროცესების გაუარესებაზე პასუხისმგებელ პირს.

კომენტარები