ბიძინა ივანიშვილის დავა

კალაძე: პირდაპირი რეკეტია, რაც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ხდება

საოცრებაა ის ყველაფერი, რაც ხდება. ნამდვილად არაფერი მიკვირს. მსოფლიო შეცვლილია. ის,  რაც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ხდება, პირდაპირი რეკეტია. სამწუხაროა, რომ ეს ხდება ევროპულ, განვითარებულ ქვეყნებში, საითკენაც მივისწრაფვით.

ჩვენ მუდმივად ვსაუბრობდით დემოკრატიაზე, მთელ რიგ საკანონმდებლო ცვლილებებს ვიღებდით, ვდგამდით კონკრეტულ ნაბიჯებს  ევროინტეგრაციის გზაზე. ამ დროს, დღეს ვაწყდებით საოცარ ფაქტებს, რაც კატეგორიულად მიუღებელი და შემაშფოთებელია.

თბილისის მერი კახა კალაძე ბიძინა ივანიშვილის დამცველი იურიდიული ფირმის, MKD-ის პრესრელიზზე, რომლის მიხედვითაც, "ევროპული პრესის მიერ დაწესებული ცენზურა უკვე ტენდენციად იქცა."

კომენტარები