მე მგონია, რომ ქალბატონი სალომე არის ჩაკეტილ სივრცეში და არ მიეწოდება ინფორმაცია, მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება. ქალბატონმა სალომემ უნდა იცოდეს, რომ პირიქით, საქართველო დღეს ყველაზე ატუალურია დღის წესრიგში მსოფლიო თანამეგობრობაში, მათ შორის, თავისი სატრანსპორტო შესაძლებლობებით, ევროკავშირისგან რამდენიმე მილიარდად შეფასებული ელექტროსადენი იდება საქართველოსა და EU-ს შორის. ევროკომისიამ 3 დღის წინ შეაფასა ჩვენი ცალკეული სამინისტროების რეფორმები და ერთ-ერთი მოწინავე ვართ.
მე ვისურვებდი, რომ ქლაბატონ სალომეს მეტი ინფორმაცია მიეწოდოს. მე მგონია, რომ მას არ აქვს წვდომა და რაღაცნაირად უნდა ვუშველოთ, არ გამოდის ასე... შეუძლებელია, ეს განცახდება გააკეთოს ქვეყნის პრეზიდენტმა, რომელიც ჩართულია ამ პროცესში. თუ მხოლოდ ერთ არხს უყურებს, მაშინ გასაგებია... თუ არ სჯერა ამ ქვეყნის, წარმატებები ვუსურვოთ, კაცო, რატომ იმასშვრება, ვერ გავიგე... ადგეს და გავიდეს მაშინ - დავიღალეო თქვას და გავიდეს, თუ არ შეუძლია, რომ საქართველოს გაუძღვეს ევროპული მომავლისკენ.