ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

დეკანოიძე: არ ვემხრობი უშედეგოდ არც საპარლამენტო ბოიკოტს და არც მანდატების დატოვებას

მე არ ვემხრობი უშედეგოდ არც საპარლამენტო, საკრებულოების ბოიკოტს, არც მანდატების დატოვებას. ახლა, ყველაზე მნიშვნელოვანია რაციონალურად შევხედოთ მოვლენებს და ჩვენი პარტნიორების ნდობა არ დავკარგოთ. ჩვენ ვიცით ჩვენი პარტნიორების განწყობები.

თუ პროცესის რადიკალიზაცია არასწორად წავიდა (მასიურ პროტესტს არ ვგულისხმობ) - ეს იქნება უმძიმესი პრობლემა პარტიისთვის და მიშასთვის. რაც უფრო მარგინალური პროცესებისკენ მიდის გზა - უფრო არ გაუშვებენ მიშას.

მიშას საკითხის გადაწყვეტა არის საერთაშორისო მნიშვნელოვან ზეწოლაზე მუშაობა. ივანიშვილმა უნდა იგრძნოს საფრთხე. ამაზე ვმუშაობთ 1,5 წელი (ყველაფრის თქმა არ შემიძლია რიგი მიზეზების გამო). დღეს ის საპირისპიროს ხედავს.

რაც უფრო ბევრს გვეყოფა უნარი რაციონალიზმის და საჯაროდ საუბრის სიმართლეზე, უკეთესია ჩვენი სამშობლოს ინტერესებისთვის. 

წერს ენმ-ს წევრი, ხატია დეკანოიძე. მას შემდეგ, რაც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სასამართლომ სასჯელი არ გადაუვადა, ენმ-მ მიიღო გადაწყვეტილება, შეწყვიტოს საპარლამენტო საქმიანობა. პარტიაში ამბობენ, რომ მანდატების დატოვებაზე კონსულტაციებს აგრძელებენ.

კომენტარები