ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, პეტრე ცისკარიშვილი ნიკა მელიას განცხადებას ეხმაურება.
ცისკარიშვილმა თქვა, რომ სააკაშვილი ითამაშებს საკვანძო როლს, ნებისმიერ ფორმატში, თუნდაც მომავალ თავისუფალ და სამართლიან საარჩევნო გარემოში.
"ოპოზიციურ გაერთიანებაში სააკაშვილი ითამაშებს უმთავრეს როლს მას შემდეგ, რაც ის იქნება საქართველოში და თავისუფლებაზე.
დრო გვიჩვენებს, ჩვენ უნდა გვქონდეს შესაბამისი არენა იმისთვის, რომ პოლიტიკური აქტიურობა სხვა ეტაპზე გადავიდეს და სწორედ ამ არენაზე გასასვლელად მოსამზადებელი სამუშაოების დროს გვეცოდინება და თქვენც შეგატყობინებთ, თუ რა ფორმატით, ვისთან, როგორ და ვინ თანამშრომლობს - შეიძლება რამდენიმე კვირაში, შეიძლება რამდენიმე თვეში.
(...) გასულ წელს ჩვენს წინააღმდეგ მუშაობდა, ჩვენი კონკურენტი იყო ამ არჩევნებში, ნაციონალურ მოძრაობას ასუსტებდა ეს პოლიტიკური ძალა. აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილს ძალიან უხაროდა, რომ ბევრი ოპოზიციური მოთამაშეა ველზე და რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი სწორედ აქედან გამომდინარე იყო ოპოზიციის გაერთიანება იმ მომენტისთვის, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომ ერთი-ერთზე დასავლეთსა და რუსეთს შორის ჰქონოდა ამომრჩეველს არჩევნის გაკეთების საშუალება.
ჩვენ ვიყავით ერთიანი სიის მომხრე, იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგა ამ ნაბიჯზე არ წამოვიდა, არ დაგვთანხმდა იძულებულები გავხდით რა, ეს მოცემულობა შეიქმნა, რომ ყველამ ცალ-ლაკე ვიასპარეზეთ, რამაც, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის ამოცანებს ხელი შეუწყო."
ცნობისთვის, 24 ნოემბერს, კოალიაცია ცვლილებისთვის წევრი ნიკა მელია, საკუთარ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის FB-პოსტს გამოეხმაურა და დასძინა, რომ "ცილისმწამებლური ბრალდებების" გამო სააკაშვილთან ვერ ითანამშრომლებს.
3 ნოემბერს გამოქვეყნებულ პოსტში მიხეილ სააკაშვილმა ენმ-დან წასულ პოლიტიკოსებზე და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილის გარკვეულ ფინანსურ ინტერესებზე ისაუბრა.





