ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

კობახიძე ენმ-ზე: როგორც ჩანს, მანდატები დაენანათ, ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, სად იქნებიან

გუშინ თქვეს, რომ წყვეტდნენ საპარლამენტო მუშაობას, ასე იყო სიტყვა-სიტყვით ნათქვამი. დღეს უკან დაიხიეს და, როგორც ჩანს, დაენანათ საპარლამენტო მანდატები. საბოლოო ჯამში, ეს მათი გადასაწყვეტია - არც დარბაზში ყოფნით და არც დარბაზის გარეთ არ შეუძლიათ რაიმე ცვლილებების შეტანა ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეებში. აქედან გამომდინარე, რაიმე არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ჩვენთვის, სად იქნება ნაცმოძრაობა, იქნება პარლამენტს გარეთ, ბოიკოტში, პარლამენტში თუ სად. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი და ამ დღის გავაგრძელებთ, რა თქმა უნდა, მოქმედებას. თუმცა, უკან რომ დაიხიეს, ეს თავისთავად მეტყველებს მათ არათანმიმდევრულობაზე, რაც თავისთავად კარგია. 

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე. მას შემდეგ, რაც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სასამართლომ სასჯელი არ გადაუვადა, ენმ-მ მიიღო გადაწყვეტილება, შეწყვიტოს საპარლამენტო საქმიანობა. პარტიაში ამბობენ, რომ მანდატების დატოვებაზე კონსულტაციებს აგრძელებენ. 

კომენტარები