სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი: რუსეთმა უნდა ისწავლოს, სად არის მისი საზღვრები

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

"რუსეთმა უნდა ისწავლოს, სად არის მისი საზღვრები. საქართველოს საკითხები უნდა განიხილებოდეს, რადგან არავინ იფიქროს, რომ ეს ომი შეიძლება რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკან დახევის გარეშე გადაწყდეს". - თქვა სალომე ზურაბიშვილმა Bloomberg-თან ინტერვიუში. 

სალომე ზურაბიშვილი ინტერვიუში ამბობს, რომ  რეგიონული წესრიგის აღდგენა რუსეთის დამარცხებაზე დამოკიდებული. მისივე თქმით, ეს მომენტი სწრაფად ახლოვდება. "რუსეთმა უკვე პრაქტიკულად წააგო ბრძოლები, თუ არა მთლიანად ომი". - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც Bloomberg წერს, "სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც აქვს უფლებამოსილება, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი, Bloomberg-თან ინტერვიუში არ საუბრობს თავის გეგმებზე", თუმცა ამბობს, რომ არ ფიქრობს, რომ ცალკეული შემთხვევა საქართველოს ევროპულ მომავალს განსაზღვრავს.

Bloomberg-თან ინტერვიუში ზურაბიშვილმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და თქვა, რომ "ევროპის მიერ სტრატეგიული გადაწყვეტილების მისაღებად დრო დადგა". 

ზურაბიშვილის თქმით, ქვეყანა ვერ დაუშვებს კიდევ ერთ მარცხს კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხში, რაც მისივე თქმით, რუსეთს გამბედაობას შემატებს, საქართველო მისი ამბიციებისთვის „რუხ ზონად“ მოიაზროს.

"თქვენ უნდა მოგვცეთ კანდიდატის სტატუსი. ჩვენ არ ვართ სრულყოფილი, ვიცი, რომ არსებობს საკითხები, რომლებსაც არ ვასრულებთ, მაგრამ ვფიქრობ, ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ წინსვლა გვჭირდება." – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები