თავდასხმა აშშ-ში

მემფისის პოლიციის ხუთ ოფიცერს 29 წლის კაცის მკვლელობისთვის ბრალი წაუყენეს

Memphis Police Department/Handout via REUTERS

26 იანვარს მემფისის პოლიციის ხუთ ოფიცერს 29 წლის კაცის, თაიერ ნიკოლსის მკვლელობისთვის  ბრალი წაუყენეს.  

ნიკოლსი 10 იანვარს საავადმყოფოში მას შემდეგ დაიღუპა, რაც სხეულის სხვადასხვა არეში მძიმე დაზიანებები მიიღო. პოლიციის თანამშრომლებმა იგი მოძრაობის წესების დარღვევისთვის გააჩერეს. ამას მოჰყვა შელაპარაკება, რომლის დროსაც ოფიცრებმა მის წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენეს. პროკურატურის ცნობით, ნიკოლსმა ფეხით გაქცევა სცადა, თუმცა მახლობლად კიდევ ერთი შეხლა-შემოხლა მოხდა. შედეგად ნიკოლსმა მძიმე დაზიანებები მიიღო და საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში გადაიყვანეს. იგი სამ დღეში დაიღუპა. 

ხუთ ოფიცერს ბრალი მეორე ხარისხის მკვლელობისთვის, დამამძიმებელ გარემოებებში თავდასხმისთვის, დამამძიმებელ გარემოებებში გატაცებისთვისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაცდომისთვის წაუყენეს. ბრალდებულთა ასაკი 24-დან 32 წლამდე მერყეობს. 

სამოქალაქო ინტერესიდან გამომდინარე, შემთხვევის კადრების გავრცელება კვირისთვის იგეგმება. კადრების სიმძიმის გათვალისწინებით, მემფისის მაღალჩინოსნები შიშობენ, რომ ვიდეოს გასაჯაროებამ მოსახლეობის მღელვარება შესაძლოა უფრო მეტად გაამწვავოს. 

კომენტარები