თავდასხმა აშშ-ში

NBC News: ოკლენდში უცნობმა პირებმა 16 წლის გოგონა მოკლეს და 3 ადამიანი დაჭრეს

KTVU

NBC News-ის ცნობით, კალიფორნიის შტატის ქალაქ ოკლენდში უცნობმა პირებმა ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და 3 კი დაშავდა.

დაღუპული 16 წლის გოგონაა, ის საავადმყოფოში გადაყვანისთანავე გარდაიცვალა. დაშავებულთა მდგომარეობა კი სტაბილურია.

თვითმხილველების ცნობით, სროლა ორმა ადამიანმა დაიწყო. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ორივე თავდამსხმელმა მიმალვა მოახერხა.

კომენტარები