საგარეჯო

მოტივთან დაკავშირებით ვერსიები გვაქვს – კახეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი საგარეჯოზე

კადრი ვიდეოდან/ფორმულა

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, თემურ კალანდაძის თქმით, საგარეჯოში სროლის საქმეზე გამოძიებას მოტივთან დაკავშირებით ვერსიები აქვს.

"დაკითხულია უამრავი მოწმე, ინტენსიურად მიმდინარეობს გამოძიება. ყველა ვერსიაზე მუშაობს გამოძიება. მოტივთან დაკავშირებით გარკვეული ვერსიები გვაქვს და გამოძიება ყველა კითხვას გასცემს პასუხს. 

ვინც გამოვკითხეთ, ყველამ გარკვეულწილად გამოძიებასთან ითანამშრომლა. ყველაფერი, რაც იყო - იარაღი და საბრძოლო მასალა ამოღებულია და დანიშნულია ექსპერტიზა. იარაღთან დაკავშირებით დანიშნულია ექსპერტიზები, დაგზავნილია წერილები და გამოძიება იარაღის წარმომავლობასთან დაკავშირებით კითხვასაც გასცემს პასუხს". - ამბობს კალანდაძე. 

20 იანვარს თავდაცვის სამინისტროს ყოფილმა თანამშრომელმა, რომელიც საგარეჯოში სახლის აივნებიდან ისროდა, 5 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის შსს-ს თანამშრომლის. დაიჭრა 5 მოქალაქე. თავდამსხმელმა თავი მოიკლა.  

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში) და 236-ე (იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) მუხლებით მიმდინარეობს.  

კომენტარები