საგარეჯო

საგარეჯოში ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

კადრი ვიდეოდან / ფორმულა

6 ივლისს საგარეჯოში ჟურნალისტებზე ძალადობისა და საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტზე დაკავებულს თელავის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

საგარეჯოში ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და ძალადობის ფაქტებზე მ.შ. 14 ივლისს დააკავეს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულმა საგარეჯოში ფორმულას ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ასევე, მთავარი არხისა და რუსთავი 2-ის ჟურნალისტებს სიუჟეტის ჩაწერის საშუალება არ მისცა. 

6 ივლისს საგარეჯოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებსა და მხარდამჭერებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, ასევე, იძალადეს მედიის წარმომადგენლებზეც. ადამიანთა ჯგუფმა მათი მიმართულებით ქვები და ბოთლებიც ისროლა. ენმ-ის წარმომადგენლები საგარეჯოში პენსიონერებთან შესახვედრად იმყოფებოდნენ. პარტიის წევრების თქმით, ეს ადამიანები ადგილზე ქართულის ოცნების ორგანიზებით შეიკრიბნენ. ენმ-ს ცნობით, აგრესიულად განწყობილ მოქალაქეებს შორის იყვნენ საჯარო მოხელეებიც.

კომენტარები