საგარეჯო

საგარეჯოში დაჭრილი: მინდოდა, თანამშრომელი უსაფრთხო ადგილას გამეყვანა, ტყვია ფეხში მომხვდა

ცეცხლსასროლი იარაღით მივიღე ჭრილობა, ტყვია ახლაც ფეხშია დარჩენილი. მაღაზიასთან გარეთ ყვირილი იყო, იწვრიან და დაწექითო, ვერ მივხვდით, არ იყო ჩვეულებრივი მოვლენა. 

შიგნით ჩემი თანამშრომლის, ლიზას დასახმარებლად შევედი, ახლა დაშავებულია. ძალიან შეეშინდა, ნერვიულობდა, გარეთ იდგა და მინდოდა, შიგნით შემეყვანა ან უსაფრთხო ადგილას გადამეყვანა, მაგრამ აღარ დამცალდა, როგორც კი შიგნით შევედი, ცეცხლსასროლი იარაღის გასროლის ხმა იყო და მომხვდა ფეხში. 

ამბობს მთავარ არხთან ინტერვიუში საგარეჯოში დაჭრილი ერთ-ერთი მოქალაქე. 20 იანვარს თავდაცვის სამინისტროს ყოფილმა თანამშრომელმა, რომელიც სახლის აივნებიდან ისროდა, 5 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაჭრილია 5 მოქალაქე. თავდამსხმელმა თავი მოიკლა.  

კომენტარები