საგარეჯო

საგამოძიებო: საგარეჯოში ჟურნალისტისთვის ხელის შეშლისა და ძალადობის გამო 1 პირი დავაკავეთ

shutterstock

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საგარეჯოში ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და ძალადობის ფაქტებზე ერთი ადამიანი -  მ.შ. დააკავეს. 

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა საგარეჯოში ფორმულას ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ასევე, მთავარი არხისა და რუსთავი 2-ის ჟურნალისტებს სიუჟეტის ჩაწერის საშუალება არ მისცა. 

განცხადების მიხედვით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა მ.შ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე და 126-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დააკავეს, რაც ძალადობასა და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლას გულისხმობს.  

6 ივლისს საგარეჯოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებსა და მხარდამჭერებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, ასევე, იძალადეს მედიის წარმომადგენლებზეც. ადამიანთა ჯგუფმა მათი მიმართულებით ქვები და ბოთლებიც ისროლა. ენმ-ის წარმომადგენლები საგარეჯოში პენსიონერებთან შესახვედრად იმყოფებოდნენ. პარტიის წევრების თქმით, ეს ადამიანები ადგილზე ქართულის ოცნების ორგანიზებით შეიკრიბნენ. ენმ-ს ცნობით, აგრესიულად განწყობილ მოქალაქეებს შორის იყვნენ საჯარო მოხელეებიც.

კომენტარები