საგარეჯო

მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა, რჩება კრიტიკული – ექიმი დაჭრილ 24 წლის ბიჭზე

tsamali.ge

ჯეოჰოსპიტალსის დიტექტორის ინფორმაციით, კლინიკში საგარეჯოში სროლისას დაჭრილი 3 ადამიანი განაგრძობს მკურნალობას - 2-ის მდგომარეობა სტაბილურია. მისივე ონფორმაციით, 24 წლის ბიჭის მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა, თუმცა კრიტიკული რჩება.

“3 ავადმყოფი განაგრძობს მკურნალობას, 2-ის მდგომარეობა სტაბილურია, ქირურგიულ პალატაში განაგრძობენ მკურნალობას. 1 პაციენტი, 24 წლის გიორგი, რომელიც არასტაბილური ჰემოდინამიკით მართვით სუნთქვაზე კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მკურნალობდა, ამ ეტაპისთვის შედარებით დასტაბილურებულია, თუმცა რჩება ისევ კრიტიკულ მდგომარეობაში”. - ამბობს ის მთავართან ინტერვიუში. 

თავდაცვის სამინისტროს ყოფილმა თანამშრომელმა, რომელიც საგარეჯოში სახლის აივნებიდან ისროდა, 5 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის შსს-ს თანამშრომლის. დაიჭრა 5 მოქალაქე. თავდამსხმელმა თავი მოიკლა. 

კომენტარები